ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება;
** ბიზნეს პროცესების შესწავლის საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების დაგეგმვა;
** მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესსა და IT დეპარტამენტთან;
** პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალებების სიღრმისეული ანალიზი;
** პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
** ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, მათი ინტერესების დაბალანსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ბიზნეს პროცესების აღქმისა და გაანალიზების უნარი;
** კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge და "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2020 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე