ფსიქოლოგი სერვისის განვითარების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი სერვისის განვითარების მიმართულებით
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"პსპ ფარმა" აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას სერვისის განვითარების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აფთიაქებში მომსახურების სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალის მომსახურების მონიტორინგი;
** მონიტორინგის შედეგების კომპიუტერულ პროგრამაში ასახვა;
** მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** თანამშრომელთან უკუკავშირი და სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება;
** მომსახურების სტანდარტების სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
** მომსახურების ობიექტის ანალიზი სერვისის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია სერვისის ან სერვისის მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტების განაცხადები.

პიროვნული თვისებები:

** ობიექტურობა/მიუკერძოებლობა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** შემჭიდროვებულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე