სტაჟირება საოპერაციო დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება საოპერაციო დეპარტამენტში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს 3-დან 6 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას საოპერაციო დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების შემუშავებაში ჩართულობა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და ინსტრუქციების თანამშრომლებისთვის გაცნობა;
** პრეზენტაციებისა და ტესტების მომზადება;
** ტრენინგების პროცესის ორგანიზება;
** სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, Powerpoint, Outlook

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 28 თებერვლის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე