მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
"ფინანსური ბიურო" საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. "ფინანსური ბიურო" ახორციელებს ინვესტირებას პრობლემური აქტივების შეძენის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. "ფინანსური ბიურო" ამ დარგის ლიდერია და საქართველოს 19 რეგიონშია წარმოდგენილი, დღესდღეობით ორგანიზაციაში 600-მდე თანამშრომელია გაერთიანებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე კახეთში.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
სამუშაო ადგილი: თელავი და ლაგოდეხი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის თანამშრომლების სატრანსპორტო მომსახურეობა საკუთარი ავტომობილის საშუალებით;
** კურიერის მოვალეობების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილის ქონა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;

დამატებითი მოთხოვნები:

** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

ანაზღაურება: 300 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი" და ქალაქი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე