რეგიონული მენეჯერის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერის მოადგილე
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
"ფინანსური ბიურო" საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. კომპანია ახორციელებს ინვესტირებას პრობლემური აქტივების შეძენის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან. "ფინანსური ბიურო" ამ დარგის ლიდერია და საქართველოს 20 რეგიონშია წარმოდგენილი, დღესდღეობით, ორგანიზაციაში 600-ზე მეტი თანამშრომელია გაერთიანებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში

ლოკაცია: ზუგდიდი;
ანაზღაურება: 2 000 ლარი (+ კვარტლური ბონუსი);
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე

მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ჯგუფების შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და შედეგების ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
** თანამშრომლებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების პროცესის მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად მუშაობის და დისციპლინის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება (+3 წელი);
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook)

კომპეტენციები და უნარები:

** გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: fbvacancy@fbureau.ge და Subject-ის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "რეგიონული მენეჯერის მოადგილე ზუგდიდი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება სათაო ოფისში (თბილისში);

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინანსურმა ბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინანსური ბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინანსურ ბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე