სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** თავაზიანობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე