ვიდეო ედიტორი - სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო ედიტორი - სტაჟიორი
მომწოდებელი: Visionary Institute
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
"Visionary Institute" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო ედიტორის - სტაჟიორის პოზიციაზე.

** გაქვთ სურვილი გახდეთ ვიდეო ედიტორი?
** შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი?
** გაქვთ სურვილი იმუშაოთ ერთ-ერთ ყველაზე მულტიკულტურულ კომპანიაში?

ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შემოთავაზება თქვენთვის!

ჩვენ შესახებ:

ჩვენ ვართ ახლად დაარსებული კომპანია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმატების მიღწევაში და დღითი დღე ვითარდება.

ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან რათა დავეხმაროთ მათ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.

ჩვენ გვჯერა რომ ყველას აქვს წარმატების მიღწევის შესაძლებლობა. ამ როლზე მუშაობა საშუალებას მოგცემთ თავად შეიტანოთ წვლილი სხვისი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.

მოვალეობები:

** ვიდეო მონტაჟი;
** სოციალური მედიისა და მარკეტინგის გუნდთან ერთად მუშაობა ყოველდღიურად, შემდეგი ნაბიჯების განსასაზღვრად;
** ოპერატორთან აქტიური კომუნიკაცია შესაბამისი მითითებების მისაღებად
** მზადყოფნა კოლეგების დასახმარებლად, თუნდაც იმ შემთხვევებში როდესაც აღნიშნული საქმიანობა არაა მითითებული მოვალეობებში

მოთხოვნები:

** გამოცდილება აღნიშნული კუთხით არ მოითხოვება; საჭიროა იყოთ დაინტერესებული ვიდეო ედიტინგით და გქონდეთ სურვილი გახდეთ ვიდეოგრაფი.
** აუცილებელია საკუთარი ლეპტოპი ვიდეოს დასამუშავებლად;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** ინიციატივის ხელში აღების უნარი. ჩვენ ვეძებთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება, შესაბამისი ცვლილებების შეტანა და შედეგების მუდმივად გაუმჯობესება
** დაკისრებული მოვალეობების პირნათლად შესრულება
** ენთუზიაზმის ქონა აღნიშნულ თანამდებობაზე სამუშაოდ
** დროის მენეჯმენტის უნარი

ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდი არის არაანაზღაურებადი. სტაჟირების დასრულების შემდგომ ანაზღაურება დადგინდება თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

სამუშაო საათები: როგორც სრული, ასევე ნახევარ განაკვეთზე სამუშაო პოზიციები, კონკრეტული საათები დადგინდება გასაუბრებაზე ინდივიდუალურად.

ადგილმდებარეობა: შ. ნუცუბიძის ქ. N201, საბურთალო, თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ინგლისურენოვანი CV/Resume, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში) აღნიშნულ იმეილზე: ela@simitchell.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე