ელექტრო მონტაჟის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო მონტაჟის სპეციალისტი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას - ელექტრო მონტაჟის სპეციალისტის ვაკანსიაზე თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** ელექტრულ მონტაჟზე მუშაობის გამოცდილება;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კოშკურა ამწეების ელექტრომოწყობილობის მონტაჟი, მათი შემოწმება და შეკეთება;
** სხვადასხვა ელექტრული სამონტაჟო სამუშაოების შესრულება სამშენებლო ობიექტებზე.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ელექტრო მონტაჟის სპეციალისტი).
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2020 წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

სამუშაო არის სტაბილური, მუდმივი, მაღალანაზღაურებადი, სამედიცინო დაზღვევითა და სხვადასხვა ბენეფიტებით.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

კომპანია "ადლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე