პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სილამაზის სალონებთან მოლაპარკებების წარმოება;
** სალონებში ნაშთების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის თანხების დროულად ამოღება;
** გეგმის მიხედვით, ახალი ობიექტების ათვისების უზრუნველყოფა;
** მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის;
** თითოეულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაო დავალებების(თანხების ამოღება, პროდუქციის დალაგება, პროდუქციის დაბრუნება და სხვ.) განსაზღვრა სავაჭრო აგენტებისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პრისელერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სალონური მიმართულება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია საოფისე პროგრამების (ვორდი, ექსელი) ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა და პირადი ავტომობილი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის დეტალურად მიწოდების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@ecl.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე