მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Chirifruit
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
კომპანია "ჩირიფრუტი" სთავაზობს მომხმარებელს ქართული ხილისგან დამზადებულ ნაწარმს - ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩირისგან დამზადებულ შოკოლადიან ნუგბარს. კომპანიის გუნდი მოხარული იქნება მოიწვიოს ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ტკბილეული, ხალხთან ურთიერთობა, აქვს ჯანსაღი ამბიცია წინსვლისა და განვითარების.

ამჟამად კომპანია იწვევს მოლარე-კონსულტანტებს ბათუმის ფილიალებში შემდეგ მისამართებზე გორგილაძის ქ. N88 და ტბელ აბუსერიძის ქ. N22.

ჩვენი გუნდის წევრი აუცილებლად უნდა იყოს კომუნიკაბელური, კეთილსინდისიერი, პუნქტუალური.

** კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.

ანაზღაურება: დღიური 30 ლარი + ბონუსები გეგმის შესრულების მიხედვით.
გრაფიკი: ყოველი მეორე დღე.

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა 2020 წლის 27 თებერვალი.

გასაუბრებაზე მოსვლის მსურველებმა გამოგზავნეთ CV ფოტოსურათით - chirifruitvacancy@yahoo.com და გთხოვთ, განაცხადის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის ქალაქი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე