არქიტექტორი/ქსელის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი/ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
შპს "ჯი და ჯი ქოოფერეიშენს" - "ლუკა პოლარეს" კაფე-სანაყინეების ქსელს საქართველოში, ესაჭიროება არქიტექტორი/ქსელის განვითარების მენეჯერი.

მოვალეობები:

** ფილიალების ქსელის გაფართოების პოლიტიკის და სისტემის ანალიზი და ოპტიმიზაცია; მაღაზიების ქსელის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ფილიალების ქსელის გაფართოების პროექტების მომზადება, დაგეგმვა და განხორციელება;
** ახალი პოტენციური ადგილმდებარეობების შერჩევა და მენეჯმენტისთვის შეთავაზება;
** ყველანაირი საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება შერჩეულ ლოკაციებზე და ქირავნობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველა სათანადო დოკუმენტის მომზადება;
** საიჯარო ფართების მფლობელებთან მოლაპარაკება და საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება;
** სახელმწიფო და სხვა რელევანტური დაწესებულებებისგან მაღაზიის რემონტისა და გახსნისთვის ყველა საჭირო ნებართვის მოპოვება;
** ახალი მაღაზიის ნახაზის/ გეგმარების შემუშავება კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით და მენეჯმენტისთვის წარდგენა დასამტკიცებლად
** სამშენებლო-სარემონტო პროექტების დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
** მაღაზიების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული შემსრულებელი კომპანიების მოძიება-შერჩევა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება;
** სამშენებლო-სარემონტო მასალების შერჩევა და შესყიდვა პროექტისთვის;
** პროექტის მსვლელობის პროცესის მონიტორინგი ყველა ეტაპზე და ცვლილებების განხორციელება საჭიროების შემთხვევაში;
** ბაზრის კვლევა კონკურენტების თვალსაზრისით და მენეჯმენტისთვის პერიოდულად წარდგენა;
** მაღაზიების ექსპლუატაციის პერიოდში შექმნილი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად.

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება არქიტექტურული, სამშენებლო/საინჟინრო და პროექტების მართვის განხრით
** სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარების/არქიტექტორის მიმართულებით
** ArchiCAD პროგრამის მაღალ დონეზე, სრულყოფილად ფლობა; Photoshop-ის პროგრამის სრულყოფილი ფლობა.

პირადი თვისებები:

** პროექტის დაგეგმვის და განხორციელების უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** პუნქტუალობა
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესულ გარემოსთან გამკლავების უნარი
** სასურველია: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

დაინტერესების და სათანადო კვალიფიკაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hr@lucapolare.com და სათაურად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე