ჩამსხმელი ოპერატორი, დიზელმზიდის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩამსხმელი ოპერატორი, დიზელმზიდის მძღოლი
მომწოდებელი: საგზაო სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
საგზაო სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

1. საწვავის სტაციონარული სადგურის ჩამსხმელი ოპერატორი

მოთხოვნები:

** ასაკი: 55 წლამდე;
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სტრესულ სიტუაციაში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ზეგანაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა: საწვავის სტაციონარული სადგურიდან სამშენებლო ტექნიკის საწვავით მომარაგება (ავზების გადავსება) და შესაბამისი, პირველადი დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა.

სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონებში არსებული სამშენებლო ობიექტები. კომპანია უზრუნველყოფს რეგიონებში თანამშრომლის საცხოვრებელ პირობებს.

2. დიზელმზიდის მძღოლი/ჩამსხმელი ოპერატორი

მოთხოვნები:

** ასაკი: 50 წლამდე;
** C კატეგორიის მართვის მოწმობა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (Е კატეგორიის და შესაბამისი გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული წერისა და მეტყველების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ზეგანაკვეთით მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაოს აღწერა: დიზელმზიდით სამშენებლო ობიექტებზე მომუშავე სამშენებლო ტექნიკის საწვავით მომარაგება (ავზების გადავსება) და შესაბამისი, საწვავის გაცემის პირველადი დოკუმენტაციის წარმოება.

სამუშაო ადგილი: საქართველოს რეგიონებში არსებული სამშენებლო ობიექტები. კომპანია უზრუნველყოფს რეგიონებში თანამშრომლის საცხოვრებელ პირობებს.

საკონტაქტო ელფოსტა: ninoamonashvili94@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე