ლიზინგის პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლიზინგის პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის პროექტების მენეჯერის (Micro) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი).
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (ფინანსურ ინსტიტუტში) ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის ფლობა საბაზისო დონეზე (Excel, Word).

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზების გაკეთება;
** დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
** დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
** სალიზინგო პროექტის დამუშავება/ანალიზი და კომიტეტზე დამტკიცება;
** საკრედიტო დოკუმენტაციის მართვა;
** ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** ლიზინგის ხელშეკრულებების რესტრუქტურიზაციის და ცვლილების მართვა, პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი.
** სხვა სახის რეპორტინგი, საჭიროების შემთხვევაში.

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე