სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: BENE Exclusive
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
კომპანია "ბენე ექსკლუზივი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება;
** ონლაინ ჩატის მეშვეობით მომხმარებელთა მომსახურება;
** კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა;
** შეკვეთის მიღებასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება;
** მიღებული შეკვეთის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** რუსული ან ინგლისური ენების B1 დონეზე ცოდნა;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@benegroup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე