კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: უკვე
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
ენერგიული, კომუნიკაბელური, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული - თუ ეს სიტყვები შენს ხასიათს და პროფესიულ მიდგომებს შეესაბამება, მაშინ შენ სწორ ადგილას მოხვდი - შენ "უკვეს" გუნდს სჭირდები.

"უკვე" ეძებს მოტივირებულ ადამიანს კომერციული მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება და ექნება საშუალება, რომ გამოავლინოს და გააუმჯობესოს საკუთარი პროფესიულ უნარ-ჩვევები და დაეხმაროს სხვებსაც.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და დასახული სტრატეგიის განხორციელება
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და მართვა
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი
** Online და offline მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** მარკეტინგულ სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან მუშაობა
** მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი
** მუდმივი ზრუნვა პროდუქტის განვითარებაზე
** პროდუქტის განფასება
** გაყიდვების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების, მარკეტინგის ან კომერციული მართვის მიმართულებით
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** მართვის, დაგეგმვის და პრობლემების გადაჭრის ეფექტური უნარ-ჩვევები
** გუნდთან მუშაობის გამოცდილება
** დროის სწორი მართვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
** მოქნილობა და ახალ გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი

ჩვენს კომპანიაში, თანაბრად ფასდება, როგორც პროფესიული გამოცდილება, ასევე თქვენი მოტივაცია. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი, მიუხედავად პოზიციისა, ასახავს კომპანიის ღირებულებებს მუშაობასა და მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკაში.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: info@ukve.ge

შეხვედრამდე!
"უკვე"-ს გუნდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე