ვებ-დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ-დეველოპერი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
ინოვაციების კომპანია "Qarva" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. "Qarva"-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია "SilkTV"-ის სახით.

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში "Qarva"-ს პროდუქტი, "მულტიპაიპი", წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან "Qarva" გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

"Qarva"-ში გვაქვს ვაკანსია ვებ-დეველოპერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Javascript/HTML5 დეველოპმენტში
** Javascript-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** HTML5-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** Node.js-ზე ბაზირებულ ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.

უპირატესობები:

** Smart TV აპლიკაციის (Web Based) შექმნის გამოცდილება
** ვებ-სოკეტებთან მუშაობის გამოცდილება
** Canvas-თან მუშაობის გამოცდილება
** Web GL-თან მუშაობის გამოცდილება
** სხვადასხვა javascript ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება (React-ი ჩაითვლება უპირატესობად).

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება
** პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი
** გუნდთან მუშაობის უნარი
** მიზანზე ორიენტირება, შესაბამისი ანალიზისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქ. 56.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, ინიციატივების მოყვარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს. ჩვენ კი, გთავაზობთ მეგობრულ გარემოს, მხარდაჭერას განვითარებაში, კომფორტულ სამუშაო პირობებს, ყოველდღიურ საუზმეს და ლანჩს, კარგ სადაზღვევო პაკეტს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@qarva.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე