C/C++ დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: C/C++ დეველოპერი
მომწოდებელი: Qarva
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
ინოვაციების კომპანია "Qarva" ქმნის სატელევიზიო პროგრამულ უზრუნველყოფას და უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. "Qarva"-ს წარმატებული და ცნობილი სატელევიზიო პროგრამული უზრუნველყოფის პროექტი საქართველოში წარმოდგენილია "SilkTV"-ის სახით.

კომპანიის კონკურენტული უპირატესობა ასევე თვალსაჩინოა საერთაშორისო ბაზარზე. იგი ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიოს მთავარ სატელევიზიო გამოფენებში. 2017 წელს ლონდონში "Qarva"-ს პროდუქტი, "მულტიპაიპი", წარდგენილი და დაჯილდოვებული იყო როგორც საუკეთესო სტრიმინგის ინოვაციური ტექნოლოგია. 2018 წლიდან "Qarva" გახდა DVB (DVB - Digital Video Broadcasting)-ის წევრი. DVB - ევროპული ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ვიდეოს გადაცემის სტანდარტს მთელს ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. DVB-ის მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

"Qarva"-ში გვაქვს ვაკანსია C/C++ დეველოპერის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** სხვადასხვა მოდულების დანერგვა-ოპტიმიზაცია
** ხარვეზების და შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა, ინტეგრაციის პრობლემების გადაჭრის უნარი
** სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტის შეთავაზება და დანერგვა
** გუნდის მხარდაჭერა კოდის ხარისხის შენარჩუნებაში
** კოდის ავტომატიზაციის და ხარისხის შენარჩუნება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება C/C++ დეველოპმენტში - მინიმუმ ორი წელი
** Git-თან და კოდის ვერსიულობის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება
** *nix სისტემური დეველოპმენტის გამოცდილება
** მაღალი დონის ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ენების ხელსაწყოების ცოდნა მაგ: Valgrind, GDB და ა.შ.

უნარ-ჩვევები:

** მიზანზე ორიენტირება, შესაბამისი ანალიზისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი
** პრობლემების ეფექტური გადაჭრის უნარი
** გუნდთან მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქ. 56.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, ინიციატივების მოყვარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს. ჩვენი მხრივ, გთავაზობთ მეგობრულ გარემოს, მხარდაჭერას განვითარებაში, კომფორტულ სამუშაო პირობებს, ყოველდღიურ საუზმეს და ლანჩს, კარგ სადაზღვევო პაკეტს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@qarva.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე