პროდუქტის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
** ახალი პროდუქტების შექმნა, დანერგვა და მათი განხორციელება
** არსებული პროდუქტების დახვეწა და გაუმჯობესება
** მიმართულების ფარგლებში კომპანიაში არსებულ პროცესებსა და პროცედურებზე მუშაობა, მათი დახვეწისა და ოპტიმიზაციის მიზნით
** გუნდის ჩამოყალიბების პროცესში ჩართულობა
** გუნდის წევრების სამოტივაციო სისტემის შემქმნა, მუდმივი ზრუნვა მოტივაციის ამაღლებისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით
** გუნდის წევრებთან მიმდინარე პრობლემურ სიტუაციებზე მუშაობა და ემოციური ბალანსის შექმნა
** პროდუქტის შექმნის და განვითარების პროცესში დაკავშირებულ დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია
** აქტიური ურთიერთობა მომწოდებლებთან
** შესაბამისი რეპორტინგი კომპანიის მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე, ან პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** Microsoft Office-ის ცოდნა (Excel, Word).

უნარ-ჩვევები:

** გუნდის მართვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი
** პრიორიტეტების/მიზნების სწორად დასახვის და განსაზღვრის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება (არგუმენტირების, კრიტიკული აზროვნების და ანალიზის უნარი)
** გუნდურობა
** პასუხისმგებლიანობა
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე