იმპორტის/შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის/შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევრო ინვესტი
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
შპს "ევრო ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის/შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია აწარმოებს პრემიუმ კლასის კვების პროდუქტების იმპორტს, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული - სასურველია;
** საოფისე პროგრამების ფლობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ და უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მონიტორინგი;
** ფასთა შედარება და მოლაპარაკებების წარმოება;
** შესყიდვის პროცესის სრული კონტროლი, საქონლის შეკვეთიდან მისი შემკვეთისთვის ჩაბარებამდე;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
** იმპორტირებული ტვირთების განბაჟების კონტროლი/საბაჟო ოპერაციების წარმოება;
** შესყიდვების გეგმის მომზადებაში მონაწილეობა, შესყიდვებისა და მარაგების განყოფილების ხელმძღვანელებთან ერთად;
** მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული
** პასუხისმგებლიანი
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებული
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება

სამუშაო ადგილი: თბილისი, აგლაძის ქ. #32
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 მდე
ანაზღაურება: 1000 ლ

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ იმეილზე: HR@euroinvest.ge

ვებ გვერდი: www.euroinvest.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე