მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრამვატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
შესასრულებელი სამუშაოს ტიპი: საოფისე, საველე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** კამპანიების დაგეგმვასა და პროცესის მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობების მიხედვით პროექტების მომზადება;
** მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვას და საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა;
** დაქვემდებარებულთა მართვა და მონიტორინგი;
** მაღაზიათა ქსელისთვის ინსტრუქტაჟის მომზადება და ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგული აქციების შესახებ;
** PR კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება;
** რეპორტის მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** ახალ პროდუქტთან დაკავშირებით პრეზენტაციების მომზადება;
** სოც. მედიის მიმართულების მონიტორინგი;
** არსებული სარეკლამო საშუალებების შესწავლა, ანალიზი და ახლის შეთავაზება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის სფეროში, მარკეტინგი (MBA, BA)
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭებათ, საცალო სექტორში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების MS Office -ის ზედმიწევნით კარგად ფლობა;
** ანაზღაურება განისაზღვრება, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს " ახალი ხედვა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე