სერვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: უნივერსალური ბიზნეს სერვისები
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
"უნივერსალური ბიზნეს სერვისები"-ს მიზანია მომხმარებელს მეტი კომფორტისთვის შესთავაზოს ყველა სერვისი ერთ სივრცეში. ამ ეტაპზე მთარგმნელობითი მომსახურებაა აქტიური და შემდეგ ეტაპად ვამატებთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სერვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 დღე.

ანაზღაურება:

I თვე - 400 ლარი
II თვე- 500 ლარი
III თვე - 600 ლარი + ბონუსები

ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, მიღებული შეკვეთების განაწილება და კონტროლი;
** ​კლიენტისათვის მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
** მიმდინარე საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება;
** სერვისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის შიდა დოკუმენტების წარმოება;
** კონტრაქტორებთან კომუნიკაცია და მათ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის შემოწმება;
** პერიოდული რეპორტების მომზადება და წარდგენა კომპანიის მენეჯმენტისთვის;
** გენერალური მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერითი უნარი;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** მოტივირებული;
** განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი მეგობრული გუნდის წევრი, გამომგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@ubs.ge აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე