IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია პრაიმი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სს სადაზღვევო კომპანია "პრაიმი" არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა.

სადაზღვევო კომპანია "პრაიმი" გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია "პრაიმის" აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.

სს სადაზღვევო კომპანია "პრაიმი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული კომპიუტერული მოწყობილობების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ახალი კომპიუტერული მოწყობილობების დაინსტალირება, მათი ტექნიკური, პროგრამული და ქსელური მხარდაჭერა;
** წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დროული რეაგირება;
** თანამშრომლების დახმარება და საჭიროებისამებრ მათთვის კონსულტაციის გაწევა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ოპერაციული სისტემების MS Windows 7, 8, 10 სრულყოფილი ცოდნა;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია/შეკეთების გამოცდილება;
** სასურველია სამეთვალყურეო კამერებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და აკურატულობა;
** დროის მართვის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@primeinsurance.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე