ტენდერი საბანაკე მომსახურების მიწოდებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი საბანაკე მომსახურების მიწოდებაზე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
თანდართული ფაილი: 258380_WV_tender_1871457.zip
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს საბანაკე მომსახურების მიწოდებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** საბანაკე მომსახურების მიწოდება 30-90 ადამიანისთვის კვებითა და დაბინავებით;
** მონაწილეთა საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული, უსაფრთხო - დაცული ტერიტორია (ცხოველებისგან, უცხო პირებისგან), სუფთა სველი წერტილებით, ცხელი და ცივი წყალი, ხელმისაწვდომი იყოს სუფთა სასმელი წყალი, მუდმივი დენის წყარო.
** თითოეული მონაწილე უზრუნველყოფილი იყოს 3-ჯერადი სრულფასოვანი კვებით, მაღალკალორიული საკვებით (მენიუ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან);
** საბანაკე ტერიტორია უნდა მოიცავდეს დახურულ საცხოვრებელ შენობას, ეზოს (მინ. 2, 000 კვ.მ.) ღიას ან შემოღობილ სივრცეს, სასადილო სივრცეს გათვლილი სტუმართა რაოდენობაზე, მინიმუმ 2 სატრენინგო სივრციდან 5 სატრენინგო სივრცემდე, სველი წერტილის რაოდენობა გონივრულად შესაბამისობაში სტუმართა რაოდენობასთან და საპირფარეშოს.
** საბანაკე ტერიტორიაზე არ უნდა იყვნენ სხვა დამსვენებლები;
** საბანაკე ტერიტორია განთავსებული უნდა იყოს არაქალაქური ტიპის დასახლებაში;
** პრეტენდენტმა ბანაკი უნდა უზრუნველყოს სათანადო რაოდენობის შესაბამისი სამზარეულო ინვენტარით;
** ​საბანაკე ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი უფასო სამედიცინო მომსახურებით და სამედიცინო მეთვალყურეობით ყოველდღიურად;
** საბანაკე ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა (არ უნდა არსებობდეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ადგილები, ღია დენის სადენები, გადასავრდნი ან სხვა ტიპის რისკის შემცველი ადგილები). უახლოესი სამედიცინო დაწესებულება უნდა მდებარეობდეს საბანაკე ტერიტორიიდან მაქსიმუმ 25 წუთის მანქანით სავალ მანძილზე;
** ​მომწოდებლემა არ უნდა დაუშვას ბანაკის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი;
** ბანაკის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას უცხო პირების შეღწევა;
** პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა მოაწოდოს იმ კონკრეტული პიროვნების СV, ვინც უზრუნველყოფს ბანაკის ტერიტორიაზე უსაფრთხიების წესების დაცვას და კრიზისულ ან საფრთხისშემცველ ვითარებაში უხელმძღვანელებს ბენეფიციარების ევაკუაციას ან საფრთხის წერტილიდან გარიდებას.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:

თეა კვინტრაძე
"World Vision International"-ის ფილიალი საქართველოში
ელფოსტა: Geo_tender@wvi.org

წარმოსადგენი დოკუმენტები:

** დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** კომპანიის რეგისტრაციის ფორმა, თანდართული ფორმატის მიხედვით;
** პოლიტიკის გაცნობის დოკუმენტი, თანდართული ფორმატის მიხედვით;
** შევსებული ფასების ფორმა;
** კომპანიის შესახებ ინფორმაცია;
** სადემონსტრაციო მასალა (საბანაკე ტერიტორიის ფოტომასალა: საცხოვრებელი შენობები, მედპუნქტი, სველი წერტილები, სამზარეულო, საკვები პუნქტი და სანიტარული კვანძი);
** კომპანიის გამოცდილების აღწერა/საკვანძო პერსონალის CV;
** სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (გთხოვთ მიუთითოთ კომპანიის სახელი და თანამდებობა).

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში "World Vision International"-ის საქართველოში ფილიალი ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: იმედაშვილის ქ. 18/17, თბილისი, საქართველო. ან გამოგზავნოთ შემდეგ E-mail-ზე: Geoo_tender@wvi.org

განაცხადის წარმოდენის საბოლოო ვადაა 24 თებერვალი 2020 წელი, 24:00. გთხოვთ კონვერტის გარეთა მხარეზე ან წერილის Subject-ში დააწეროთ ტენდერის დასახელება: "ტენდერი - საბანაკე მომსახურება 2020-2023", ან "Youth Camp Site 2020-2023".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე