მთავარი ინჟინრის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ინჟინრის ასისტენტი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
ს.ს. "ქართული ლუდის კომპანია"- ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: საგურამო

მოვალეობები:

ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება, ტექნიკური მარაგ-ნაწილების შესყიდვისთვის შეკვეთების მომზადება და შესყიდვის განხორციელება. დანადგარების მუშაობის მდგომარეობის შემოწმება. მთავარი ინჟინრის მითითებების შესრულება.

სამუშაოს მოთხოვნები:

** ტექნიკური უმაღლესი განათლება.
** უცხო ენების ფლობა (რუსული/ინგლისური).
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებული.
** ყურადღებიანი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე hr@geobeer.ge-ზე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2020 წლის 27 თებერვალი. შერჩევა მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება .
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე