მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მონიტორინგის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით შერჩევითი ან სრული ინვენტარიზაცია;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამაში დაფიქსირება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმის და დროის განაწილების კარგი უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე vacancy@spar-georgia.com.

გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მონიტორინგის თანამშრომელი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე