რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას თვისებრივი კვლევების მიმართულებით რეკრუტერის პოზიციაზე (პოზიციის მიზანია: რესპოდენტების მოძიება ფოკუს ჯგუფზე დასასწრებად)

ACT საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

პროფესიონალთა გუნდი ACT-ის ყველაზე ღირებული აქტივია. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს "ეისითიში" 70-მდე მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8
სამუშაო გრაფიკი: დასაქმება მოხდება პროექტული წესით, განხორციელებული პროექტების მიხედვით.
ანაზღაურება: გამომუშავებით განხორციელებული პროექტების მიხედვით

მოვალეობები:

** ფოკუსური ჯგუფებისთვის რესპოდენტების მოძიება (წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით);
** სამუშაოს განსაზღვრულ ვადებში შესრულება;
** პროექტისთვის განსაზღვრული ინსტრუქციების დაცვა;
** პროექტით გათვალისწინებულ ტრენინგებზე დასწრება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 18-დან 65 წლამდე;
** უმაღლესი განათლება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr_assistant@act-global.com 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

გთხოვთ წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე