მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Napo’s Fish & Chips
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 მარტი
ახალი, სწრაფი კვების ობიექტი "Napo`s Fish & Chips" ეძებს:

1. მზარეულს სრულ განაკვეთზე სამუშაოდ, და
2. მზარეულს დღიური ანაზღაურებით.

ჩვენ ვართ ახალი სტარტაპი, მოტივირებული ზრდაზე და მომხმარებლისთვის ხარისხიანი, გემრიელი და ხრაშუნა პროდუქტის მიწოდებაზე.

თუ ხარ ჩვენსავით მონდომებული და ორგანიზებული მზარეული, მოხარულნი ვიქნებით მიგიღოთ ჩვენს გუნდში და შენთან ერთად გადავდგათ პირველი ნაბიჯები წარმატებისკენ.

1. მზარეული სრულ განაკვეთზე

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება, მომზადება, წასაღებად გამზადება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება;
** შესაძენი პროდუქტების სიის დროულად გამზადება შესყიდვების მენეჯერისთვის.

მოთხოვნები:

** გამოცდილება: მზარეულად მუშაობის მინ. ერთ წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** უშუალოდ ზღვის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი (11:30-დან 20:00 საათამდე)
ანაზღაურება: 800 ლარი

2. მზარეული ნახევარ განაკვეთზე

მზარეული ნახევარ განაკვეთზე იმუშავებს მხოლოდ კვირა დღეს და სხვა დღეებში იმუშავებს მხოლოდ ძირითადი მზარეულის შემცვლელად, წინასწარ შეთანხმებული დროებით.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება, მომზადება, წასაღებად გამზადება;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება;
** შესაძენი პროდუქტების სიის დროულად გამზადება შესყიდვების მენეჯერისთვის.

მოთხოვნები:

** გამოცდილება: მზარეულად მუშაობის მინ. ერთ წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** უშუალოდ ზღვის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო განაკვეთი: კვირა (11:30-დან 20:00-მდე) + სხვა დღეები წინასწარი შეთანხმებით.
ანაზღაურება: დღიურად, დღეში 35 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: napos.fish@gmail.com 2020 წლის 15 მარტის ჩათვლით. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე