მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Metropool • Billiards & Lounge
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
საბილიარდო კლუბი "მეტროპული" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

კომპანია "მეტროპულის" მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეკვეთის მიღება;
** მომხმარებლებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** მომხმარებლებისთვის დროული მომსახურების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

კომპანია "მეტროპული" გთავაზობთ:

** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კვებას;

დამატებითი ინფორმაცია:

გრაფიკი: 12 საათი (დღეგამოშვებით)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე hr@autobani.com 13 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე