ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: K&K Social Resources and Development GmbH
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 მარტი
გვესაჭიროება ექთანი (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, გერიატრიული საავადმყოფო/დისპანსერი).

სამუშაო ადგილი: გერმანია.

პირობები: ჩვენ ვაძლევთ დასაქმებულს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას და სრულ სამუშაოს გარანტიას, სრული სოციალური უზრუნველყოფით და ასევე ვუზრუნველყოფთ სხვა საჭირო მხარდაჭერას გერმანიაში!

გსურთ გერმანიაში მუშაობა?
ფლობთ გერმანულ ენას B2 დონეზე ან ინგლისურ ენას B2 დონეზე?

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო ადგილს გერმანულ კლინიკაში/გერიატრიულ სანატორიუმში/პანსიონატში
** ვაკანსიები გერმანიის სხვადასხვა მხარეებში (რეგიონებში)
** ხელფასს კვალიფიკაციის მიხედვით
** კონსულტანტების მომსახურებას, რომლებიც მშობლიურ ენაზე საუბრობენ და დაგეხმარებიან სამუშაოს პირველივე დღიდან
** დახმარებას საცხოვრებლის ძებნასა და სამთავრობო ორგანოებში ვიზიტებისას ბიუროკრატიული პროცესების მოგვარებაში
** დახმარებას გერმანული ენის გაუმჯობესებაში
** დახმარებას თქვენი დიპლომის აღიარებაში
** სტიპენდიას 900−1250 ევროს ფარგლებში, მათთვის, ვისაც სურს გერმანიაში ექთნის პროფესიული განათლება მიიღოს, სამედიცინო დაზღვევას, სხვა სოციალურ გარანტიებს.

რას ველით თქვენგან:

** პაციენტებზე ზრუნვა
** ექიმის მიერ დადგენილი სამედიცინო პროცედურების ჩატარება
** პაციენტების მომზადება დიაგნოსტიკური, თერაპიული პროცედურებისთვის ან ოპერაციებისთვის
** პაციენტების დახმარება კვების, მოძრაობის პროცესში, ჰიგიენის მოწესრიგება და სხვა საჭირო პროცედურების ჩატარება
** ჭრილობების მოვლა, სახვევების და არტაშანის დადება
** ტემპერატურის, არტერიული წნევის, პულსის და წონის რეგულარული გაზომვა
** ემპათია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მკურნალობა და მოვლა სჭირდება
** საორგანიზაციო და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტირება
** შაბათ-კვირას და არდადეგებზე ცვლებში მუშაობის მზადყოფნა.

ჩვენ გვყავს კლიენტები და გვაქვს ვაკანსიები გერმანიის სხვადასხვა მიწაზე, მეკლენბურგ-ფორპომენიდან ბავარიამდე. ხელფასის ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ პირადი შეხვედრის შემდეგ, რა დროსაც თქვენი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები შეფასდება და უნარები და კვალიფიკაცია დადგინდება.

მოთხოვნები:

** ექთანის, ფელდშერის ან ანალოგიური სამედიცინო განათლება
** გერმანული ენა B2 დონეზე ან ინგლისური ენა B2 დონეზე
** დასრულებული საშუალო განათლება ან დასრულებული ექთანის, ფელდშერის ან ანალოგიური სამედიცინო განათლება
** ფიზიკური გამძლეობა, მოთმინება და პასუხისმგებლობა
** კომუნიკაბელურობა და მზრუნველობა
** დამოუკიდებლად მუშაობის და გუნდური მუშაობის სურვილი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: work@kuk-personal.de
საიტი: www.kuk-personal.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე