საპორტო ინფრასტრუქტურის განვით. პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საპორტო ინფრასტრუქტურის განვით. პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: APM Terminals
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 08 მარტი
"ეიპიემ ტერმინალსი", რომელიც ეი. პი. მოლერ-მერსკ ჯგუფის წევრია, მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს 74 ნავსადგურსა და 117-ზე მეტ სახმელეთო საკონტეინერო ტერმინალს.

2011 წლის აპრილიდან "ეიპიემ ტერმინალი" მართავს საქართველოს უდიდეს, ფოთის საზღვაო ნავსადგურს, რომელიც წარმოადგენს მრავალმიზნობრივ ლოგისტიკურ ობიექტს ტვირთებისა და სარკინიგზო საბორნე მომსახურებებისთვის განკუთვნილი 15 ნავმისადგომით, საერთო სიგრძით 2700 მეტრი და 20-ზე მეტი სანავსადგურე ამწით. შეძენის დღიდან, "ეიპიემ ტერმინალსმა" განახორციელა 80 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის გასაახლებლად, მათ შორის აღსანიშნავია მომხმარებელთა მომსახურების ცენტრისა და სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურების ობიექტების შექმნა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ფოთის საზღვაო ნავსადგური, რომელიც საქართველოს პორტებში დამუშავებული საკონტეინერო მოცულობის 85%-ს ემსახურება, შეუქცევადად აგრძელებს არსებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის განახლება-გათანამედროვებას რეგიონში ყველაზე პროდუქტიულ და უსაფრთხო პორტად გარდასაქმნელად და ამასთან, ინარჩუნებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ლოგისტიკური კარიბჭის მნიშვნელოვან სტატუსს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.apmterminals.com

ამჟამად, კომპანია აცხადებს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის მენეჯერის ვაკანსიას ფოთში. დეტალების გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვაკანსიების პორტალს.

"ეიპიემ ტერმინალსი" მოწოდებულია ხელი შეუწყოს სამუშაო ძალის მრავალფეროვნებას სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კულტურის კუთხით. შესაბამისად, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ობიექტურ შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გამოირიცხება ნებისმიერ სახის დისკრიმინაცია, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.

კანდიდატების მიერ გაგზავნილი მონაცემები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კომპანიის წესების შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული სახის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ ამგვარი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება შერჩევის პროცესის ფარგლებში, კანდიდატებთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე