უმცროსი Java დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი Java დეველოპერი
მომწოდებელი: სოფტგენი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "სოფტგენი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Java დეველოპერის პოზიციაზე.

კომპანია "სოფტგენი" 2008 წელს დაარსდა და სულ უფრო მზარდი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოს მიკროსაფინანსო ინსტიტუტების, ლომბარდებისა და სხვა სახის საკრედიტო კავშირების პროგრამული უზრუნველყოფების ბაზარზე. კომპანია "სოფტგენმა" შეიმუშავა არაერთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებს ათეულობით ქართულ კომპანიაში. ჩვენი მისიაა პროგრამული გადაწყვეტებისა და მართვის ელექტრონული სისტემების ხელმისაწვდომ ფასად შექმნა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს მეტ სარგებელს მოუტანს და მათ სამუშაო პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო საათები: 11:00-20:00 (ორშაბათი - პარასკევი)
შენიშვნა: შესაძლებელია განსხვავებული (მოქნილი) სამუშაო გრაფიკიც.
ხელფასი: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად (დამატებით - სამედიცინო დაზღვევა).

ძირითადი მოვალეობები:

** Java, Spring Boot, Ext Js, Postgress, Mongo, Docker, Git.
** არქიტექტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება.
** არსებული პროდუქტების მოდიფიცირება, სუფთა კოდის წერა.
** UI/UX დიზაინის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების კონცეფციის ცოდნა;
** Java-ს ცოდნა (საბაზისო);
** HTML, CSS, JavaScript (jQuery, Ajax) საბაზისო ცოდნა;
** რელაციურ ან არარელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა;
** სასურველია Spring Framework-ის ცოდნა;
** სასურველია რომელიმე frontend framework-ის ცოდნა (მაგ: Ext Js);
** სასურველია ვებ სერვისების (RESTful, Soap) შექმნისა და გამოყენების გამოცდილება;

დამატებითი უპირატესობები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ბაკალავრის ხარისხის ქონა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
** Linux ან/და Ext Js ის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@softgen.ge 2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე