პროდუქტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ოლ–პი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "ALL-P Group" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ინოვაციური პროდუქტების ანალიზი და საუკეთესო გამოცდილების კომპანიაში ინტეგრირება;
** ახალი პროდუქტების/სერვისების იდეების გენერირება, არსებული სერვისების/პროდუქტების შესწავლა, დაკვირვება და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენა;
** ახალი პროდუქტების/სერვისების შექმნა და დანერგვა ორგანიზაციაში (პროექტის მომზადება, დაგეგმვა, ტექნიკური დავალებების მომზადება, პროტოტიპების შემუშავება და ბაზარზე გატესტვა);
** დოკუმენტების მომზადება, როგორც პროცედურის შეცვლა/დანერგვასთან დაკავშირებით, ასევე ტექნიკური დავალებების შესრულებისთვის;
** ახალი პროდუქტის ან მოდიფიცირებული პროდუქტის დანერგვისთვის სატრენინგო მასალების მომზადება და თანამშრომლების ტრენინგი;
** პროდუქტის ჩაშვების მართვა;
** უშუალო უფროსის სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2020 წლის 1 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.

შერჩევა მოხდება ყოველდღიურ რეჟიმში. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დროულად გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე