სტარტაპ-კონკურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტარტაპ-კონკურსი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
თანდართული ფაილი: 258348_tender__2__6612472.zip
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ვიწვევთ პირველ ეროვნულ საუნივერსიტეტო სტარტაპ-კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და ამავდროულად განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპ-აზროვნების ჩამოყალიბებას.

კონკურსის ძირითადი ეტაპები განხორციელდება 2020 წლის 13 მარტიდან და საზეიმოდ დასრულდება აპრილის ბოლოს.

გამარჯვებული გუნდები სპონსორებისგან მიიღებენ სოლიდურ პრიზებს.

ამასთან 13 მარტიდან 23 აპრილამდე დაგეგმილია რამდენიმე 1-დღიანი ტრენინგის გამართვა, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები.

პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპ-კონკურსი იმართება კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), რეგიონული განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

** კონკურსანტი უნდა იყოს რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
** კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);
** ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წევრს;
** ჯგუფის წევრები შესაძლოა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებით იყოს დაკომპლექტებული.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაიაროთ რეგისტრაცია https://forms.gle/wcWLBu4R6tHjS9xa6

რეგისტრაცია სავალდებულოა!
პროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია!

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 24 თებერვალი
სამუშაო ენა: ქართული

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: zoomout@iliauni.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე