ადრეული განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1995 წელს. ორგანიზაციის მისიია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი სოციალური ინკლუზიისთვის.

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" ქ. თბილისში ორგანიზაციის ბაზაზე მოქმედ "ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში აცხადებს კონკურსს ადრეული განვითარების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სპეციალური პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, ენისა და მეტყველების თერაპიის, ოკუპაციური თერაპიის მიმართულებით;
** ტრენინგის "ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პრინციპები და განხორციელება" გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული; ინგლისური - სასურველია.

ძირითადი მოვალეობები:

** 0-დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასება და მათთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება ;
** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური მუშაობა მათთვის ბუნებრივ გარემოში (სახლი, ბაღი და სხვა);
** ბენეფიციართა ოჯახებთან მუშაობა: გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის/მინდობით აღმზრდელის მომზადება;
** ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
** ბენეფიციართა პირადი საქმის წარმოება;
** ანგარიშების მომზადება და წარდგენა პროგრამის ადმინისტრაციასთან;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;

განცხადების წარმოდგენის პროცედურები

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

1. ელ.ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
2. გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV).
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 მარტი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfsGeorgia@gmail.com "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე