საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს საკრედიტო ექსპერტის ვაკანსიას ბათუმის სერვისცენტრში.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორთფელის მართვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, საბანკო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** ქართული და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel)
** ანალიტიკური აზროვნება
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დეტალებისადმი ყურადღება
** დაგეგმვისა და პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი
** კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@cartubank.ge;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადები არ იქნება განხილული.

წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე