მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 29 თებერვალი
ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** წარმოების ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** სასოფლო სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ACCA სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა MS Office: Word; Excel;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** პროგრამა Oris-ში მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით საწარმოო ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შემოსული კორესპონდენციების შემოწმება და რეაგირება;
** შესყიდვების/რეალიზაციებისა და გახარჯული პროდუქციის პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** გადარიცხვების წარმოება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის, ბუღალტრული გატარებების სისწორის კონტროლი;
** გაყიდვების და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსება;

გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: cominfo20@gmail.com; გთხოვთ ელფოსტის "SUBJECT" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე