სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: კაფე თბილი სიო
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
რესტორანი "თბილი სიო" (ვ.პეტრიაშვილის 1, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე) აცხადებს ვაკანსიებს:

1. დღის და საღამოს მენეჯერები

დღის მენეჯერის სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:30, კვირაში 6 დღე; ანაზღაურება: 1000 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
საღამოს მენეჯერის სამუშაო გრაფიკი: 18:30 - 03:00, კვირაში 6 დღე; ანაზღაურება: 1000 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა

მოთხოვნები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე აუცილებელია
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა
** კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფი მიღება
** დროის და ადამიანური რესურსების სწორი მართვა

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და პროგრამაში შეყვანა
** მარაგების და ინვენტარის კონტროლი
** თანამშრომლების სწორი მუშაობის უზრუნველყოფა და მათი კონტროლი
** სალაროს კონტროლი
** ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა
** აღწერების ჩატარება, მარაგების კონტროლი
** უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში
** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** რესტორნის სტუმრებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა

2. სუ შეფი

სამუშაო გრაფიკი: 13:00-22:00, კვირაში 6 დღე, დღეში 9 საათი;
ანაზღაურება: 1500 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა
სუ შეფი პასუხისმგებელია მთელი სამზარეულოს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე. კერძების დროულ და სწორ გაშვებაზე

ძირითადი მოვალეობები:

** მოამზადოს და გაუშვას შეკვეთები არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა დავალება ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** დაემორჩილოს სტანდარტებს და შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** შეასრულოს ყველა დავალება ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოს საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** დაამყაროს ეფექტური და პროდუქტიული ურთიერთობა სამზარეულოს თანამშრომლებთან;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** დაიცვას ჰიგიენის ნორმები;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ზოგადი: იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ზომა.

3. მზარეული

სამუშაოს მიზანი: პასუხისმგებელია ხარისხიანი კერძების მომზადებაზე, მის პოზიციასთან დაკავშირებული ყველა დავალების ეფექტურად განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაემორჩილოს სტანდარტებს და შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას, გამოიყურებოდეს სუფთად და შეესაბამებოდეს სტანდარტებს;
** დაიცვას ჰიგიენის ნორმები;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ზოგადი: იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ზომა.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება შეთანხმებით.

4. მცხობელი/კონდიტერი

სამუშაო გრაფიკი: 19:00 - 02:00, კვირაში 6 დღე, დღეში 7 საათი
ანაზღაურება: 800 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** დააცხოს პურ-პროდუქტები და სხვა შეკვეთები არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა დავალება ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** დაემორჩილოს სტანდარტებს და შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** შეასრულოს ყველა დავალება ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** უზრუნველყოს საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
** განახორციელოს სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** დაიცვას ჰიგიენის ნორმები;
** უზრუნველყოს ჰიგიენის მაღალი დონე და დისციპლინა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული განათლება კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ზოგადი: იცოდეს და დაიცვას ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა ზომა.

5. ბარისტა

მოთხოვნები:

** კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური და გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე (ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** სავალდებულოა გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სამუშაო პროცესში ინიციატივის გამოჩენა.

ძირითადი მოვალეობები:

** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება რეცეპტების მიხედვით;
** ბარის ინვენტარის ზედამხედველობა;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** შეკვეთების მიღება და დროულად მომზადება;
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში ** მენეჯერის ინფორმირება;
** მენეჯერის მითითებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება შეთანხმებით.

6. მიმტანი

მოთხოვნები:

** კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და ორგანიზებული;
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა (ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში მენეჯერის ინფორმირება;

ძირითადი მოვალეობები:

** მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრების მიღება, სწრაფი და სრულყოფილი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციისა და სერვისის ხარისხზე სტუმრის აზრის გაგება და საჭიროების შემთხვევაში ** მენეჯერის ინფორმირება;
** მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება შეთანხმებით.

7. მოლარე

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 8 საათი;
ანაზღაურება: 600 ლარი

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საკომუნიკაციო ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობათ)

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** სალაროს კონტროლი
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით და საკონტაქტო ინფორმაციით ჩვენს ელ-ფოსტაზე info.tbilisio@gmail.com და სათაურში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე