ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
ფსიქოლოგი

სამუშაო ადგილი: წალენჯიხა
სამუშაო დატვირთვა: თვეში 8 ვიზიტი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 ვაკანტური ადგილი

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:

** უზრუნველყოს ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** უზრუნველყოს ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულების მონიტორინგი;
** უზრუნველყოს აღმზრდელების მხარდაჭერა ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შედგენისა და განხორციელების პროცესში;
** უზრუნველყოს საჭიროების მიხედვით, ბენეფიციარ ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება;
** უზრუნველყოს ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** უზრუნველყოს აღმზრდელებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება (განსაკუთრებულად რთული შემთხვევების გამოკვეთისას, უზრუნველყოს კომპეტენტურ ფსიქო-თერაპევტთან გადამისამართება);
** უზრუნველყოს აღმზრდელებთან ერთად შემთხვევების განხილვა;
** უზრუნველყოს სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით, რომელშიც ბავშვთან ერთად შეძლებისდაგვარად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრები;
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებას;
** უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლების პროექტის კოორდინატორისთვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიური და/ან სოციალური მეცნიერების დარგში
** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** წერითი უნარ-ჩვევები
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge; გთხოვთ, სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე