კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ქარფესტი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
კომპანია ქარფესტი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს - ავტომობილების შეძენა საზღვარგარეთ და მათი ტრანსპორტირება, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიის პროდუქტის პრეზენტაცია;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის წარმოება;
** ახალი კლიენტების მოძიება/მოზიდვა და არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება;
** კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი ურთიერთობა და სხვა შეთავაზებების გაგზავნა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** დეპარტამენტის მიერ შემუშავებული გეგმების მუდმივი შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება ბიზნეს სფეროში კლიენტებთან ურთიერთობაში
** შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება
** სასურველია საავტომობილო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@carfest.ge 2020 წლის 27 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

კომპანია ქარფესტში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ქარფესტის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე