მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
თანდართული ფაილი: 258295_crystal_app_2950597.zip
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ყაზბეგის ფილიალი)
სამუშაო განაკვეთი: არასრული

"კრისტალი" პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება `B`/Stable მოიპოვა. 2018 წლის 13 დეკემბერს, "კრისტალი" საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და "მელიორა 2018"-ის გრან-პრის მფლობელი გახდა. ასევე, "კრისტალი" პირველია იმ 5 კომპანიას შორის, რომელიც შეუერთდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs).

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.ir.crystal.ge

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოთხოვნები განცხადების წარმომდგენის (მძღოლის) მიმართ:

** ავტომანქანის მართვის უნარის მაღალ დონეზე ფლობა;
** პრეტენდენტს აუცილებელია გააჩნდეს მოქმედი მართვის მოწმობა (მინიმუმ B კატეგორია);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
** რეგიონებში გადაადგილების შესაძლებლობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ:

** უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი - ტექნიკურად და გარეგნულად გამართულ მდგომარეობაში;
** საჭე მარცხენა;
** საწვავის ტიპი: ბენზინი, დიზელი;
** ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი;
** ინტერიერი მოწესრიგებული და კომფორტული;
** ავტომობილს გამართული უნდა ქონდეს უსაფრთხოების სიტემები;
** ავტომობილს უნდა გააჩნდეს გამართული გათბობა-კონდიცირების სიტემა;
** საწვავის მაქსიმალური მოხმარება: 100კმ - 11 ლიტრი;
** ავტომობილის ასაკი: 2002 წლიდან;
** ავტომობილში განთავსებული უნდა იყოს: პირველადი გადაუდებელი დახმარების პაკეტი, ცეცხლმაქრი, უსაფრთხოების სამკუთხედი;
** სასურველია ავტომობილს გავლილი ქონდეს ტექნიკური დათვალიერება;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 24 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ გამოაგზავნონ თანდართული შევსებული ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე