ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Platform A Design Hotel
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
სოლოლაკში, ლერმონტოვის 5 ნომერში მდებარე Platform A Design Hotel აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** "Platform A Design Hotel"-ის მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** პრიორიტეტულია პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** პრეზენტაბელური გარეგნობა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

პირობები:

** 12 საათიანი დღის და ღამის ცვლა, 10:00-22:00, 22:00-10:00
** 4 სამუშაო დღის შემდეგ 4 დასვენების დღე
** ანაზღაურება 600 ლარი
** სასტუმრო უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია: thsololaki@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე