აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აუდიტორი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
კომპანია ბიდიო აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ადგილმდებარეობა: ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** კლიენტის საქმიანობის შესწავლაში მონაწილეობის მიღება
** აუდიტის სამუშაო ფაილების მომზადება
** აუდიტორული რისკების იდენტიფიცირებაში უფროსი აუდიტორის დახმარება
** უფროსი აუდიტორის ზედამხედველობით აუდიტორული მტკიცებულებების მოპოვება აუდიტის გეგმის შესაბამისად
** ინტერვიუები კლიენტის კომპანიის თანამშრომლებთან
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** მენეჯერის/ჯგუფის ხელმძღვანელის დახმარება საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესად
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით. სასურველია საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "აუდიტორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24.02.2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე