მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ოპერირებს ყოველდღიური მოხმარებისა (FMCG) და საყოფაცხოვრებო საქონლის ბაზარზე და წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს საქართველოში სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციით მანქანის დატვირთვა;
** პროდუქციის მიწოდება დანიშნულების ადგილას სავაჭრო ობიექტების პასუხისმგებელი პირებისთვის დროულად და შეფერხების გარეშე;
** გაუყიდავი პროდუქციის საწყობში დაბრუნება
** მანქანის ტექნიკური გამართულობის მეთვალყურეობა, სარემონტო სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პირების დროული ინფორმირება.
** სალარო აპარატთან მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 19 -დან 35 წლამდე;
** რუსული და ქართული ენების კარგი ცოდნა
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე; (სასურველია)
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: სრული დღე
დასვენება: შაბათი-კვირა
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:00-18:00

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე ipadarashvili@zakhar.ge და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე