Print | Close
https://jobs.ge//ge/?view=jobs&id=258248&print=yes
 
აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 31 მარტი
თანდართული ფაილი: 258248_ug_1993877.zip
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამეცნიერო აქტივობებში
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიოფიზიკის მიმართულებით (1 ვაკანსია);

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მსოფლიო ისტორიის მიმართულებით (1 ვაკანსია);

განსაკუთრებული მოთხოვნა: კონკურანტს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაციები ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ისტორიაში.

ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა:

** ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბავშვთა სტომატოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია);
** ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ჰისტოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია).

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
** ფოტო (ზომით 3X4);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** ცნობა კლინიკური გამოცდილების შესახებ;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის შემთხვევაში);
** სამოტივაციო წერილი;
** ორი სარეკომენდაციო წერილი;
** საგნის სილაბუს(ებ)ი;
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
** საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის მინიმუმ სამწლიანი პროექტი (დანართის შესაბამისად);
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთები წარმოსადგენია ელექტრონული ფორმით, მისამართზე: vacancy@ug.edu.ge (სათაურის ველში მიუთითეთ "აკადემიური კონკურსი 04-20"). კანდიდატურა არ განიხილება დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა. პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.
** სამეცნიერო ნაშრომები. უპირატესობა მიენიჭება სკოპუსის ბაზებში დაცულ გამოცემებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციების ავტორებს.

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** კვლევითი საქმიანობის პროექტი;
** კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე/ინგლისური ენის ტესტის ჩაბარება.

კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეტთან.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2020 წლის 30 და 31 მარტს ელექტრონულ მისამართზე vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ "აკადემიური კონკურსი 04-20" . დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება."

კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 1 და 2 აპრილს. კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობოს დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2020 წლის 6 მარტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2020 წლის 8 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge

საკონკურსო განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://www.ug.edu.ge

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში (მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №6, მე-12 კმ. 0131).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია