სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვით. სააგენტო
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო" ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო" აცხადებს სტაჟირებას რეგიონულ სამსახურებში: გურია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური; იმერეთი - ზესტაფონი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი, კახეთი - თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი; მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური, ლენტეხი, ონი, ცაგერი; სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხობი; სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა, ქვემო ქართლი - მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა; შიდა ქართლი - გორი, კასპი, ქარელი, ხაშური.

სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ამ სფეროში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ან/და შეიქმნან პროფესიული კარიერა, ვთავაზობთ, ჩაერთონ შემდეგ საქმიანობაში:

** სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის, პროდუქტების წარმოების რაოდენობისა და სხვა დაკავშირებული ოპერატიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სააგენტოში მიმდინარე პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;
** რეგიონში/მუნიციპალიტეტში სააგენტოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა/კოორდინაცია.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-3 თვე
განრიგი: არასრული/შეთანხმებით.
სტაჟირება არის არაანაზღაურებადი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: HR@apma.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 12 მარტი.

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

სააგენტოს შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://www.arda.gov.ge

დიდი მადლობა ჩვენთან სტაჟირებით დაინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე