ბუღალტერიის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერიის ოპერატორი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
შპს "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერიის ოპერატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/დაარქივება
** მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანა
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** დისტრიბუტორების ნაშთების კონტროლი;
** ყოველდღიური ანგარიშსწორების საბუთების წარმოება დისტრიბუტორებთან;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები:

** ბუღალტერიის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია INFO).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV მისამართზე: ipklihr@gmail.com. ელ.ფოსტის გამოგზავნისას "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიმ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე