კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის სპეციალისტი
მომწოდებელი: კვირის პალიტრა
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს წევრი კომპანია "კვირის პალიტრა" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა ჯგუფი" აერთიანებს 25 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ-კომერცია.

მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და კლონირება;
** Windows XP; Windows 7 (x32 bit) და Windows 7 (x64 bit)-იანი კომპიუტერის (ნოუთბუქის) პროგრამული უზრუნველყოფა (სხვადასხვა პროგრამების, აგრეთვე გარე მოწყობილობების ინსტალაცია);
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი, სვიჩი, როუტერი) გამართვა/ინსტალაცია და მომსახურება;
** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტირება;
** კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება , ნაწილების შეცვლა/გამართვა და სხვა;
** მომხმარებლებთან (user-ებთან) მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული მუშაობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვადასხვა ტიპის ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ოპერაციულ სისტემებთან (Windows XP; Windows 7 (x32 bit) და Windows 7 (x64 bit) მუშაობის პრინციპისა და მათი ინსტალაციის ცოდნა;
** კომპიუტერის მუშაობაში წარმოქმნილი პრობლემის იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება (მათ შორის ინტერნეტ რესურსის დახმარებით);
** კომპიუტერის ( ნოუთბუქის) შემადგენელი კომპონენტების ცოდნა;
** პერიფერიული ტექნიკასთან(პრინტერი, საკანერი, სვიჩი, როუტერი) მუშაობის ცოდნა;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ცოდნა, როგორც ზოგადი, ასევე პრაქტიკული (დაქსელვა-ინსტალაცია-გამართვა);
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარება ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ადგილმდებარეობა: იოსებიძის #49

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 მარტი.

გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე