საწყობის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობის სამუშაო პროცესის დახვეწა/განვითარება;
** სასაწყობო პროდუქციის კონტროლი და მართვა;
** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა/კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდის სწორად მართვის უნარი.
** დროის მართვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pragma.ge

წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქებული კლიმატი/საწყობის უფროსი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე