1C მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: საგა იმპექსი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 29 თებერვალი
უკვე 26 წელია "საგა" ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში!

8 ფილიალით, 200-მდე დასაქმებული ადამიანით "საგა" ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.

კომპანია "საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას 1C მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქციები:

** რეალიზებული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში ასახვა, ზედნადების ფორმირება, სალარო აპარატის მართვა;
** მაღაზიის ნაშთის, გაყიდვების და სხვა მონაცემების პროგრამული კონტროლი;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია/ კონსულტაცია;
** მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C-თან მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS office საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ და კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ:

რეზიუმეში გარკვევით მიუთითონ 1C-თან მუშაობის გამოცდილება;

ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითონ პოზიციის დასახელება (გაურკვეველი სათაურით მოსული რეზიუმე არ განიხილება არცერთ ვაკანსიაზე);

რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: operator@saga.ge არაუგვიანეს 2020 წლის 29 თებერვლისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საგა წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე