სტაჟირების პროგრამა ტექნიკური სერვისის განყოფილებაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირების პროგრამა ტექნიკური სერვისის განყოფილებაში
მომწოდებელი: სოლვერი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / ბოლო ვადა: 12 მარტი
კომპანია "სოლვერი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას ტექნიკური სერვისის განყოფილებაში.

პროგრამის ფარგლებში კანდიდატები შეისწავლიან:

** გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობას.
** სამონტაჟო/სარემონტო სამუშაოების წარმოებას.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

** პროფესიული ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** მოტივაცია და სურვილი, რომ გახდეთ პროფესიონალი და წარმატებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

რას გთავაზობთ?

** ​გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალგაყვანილობის სისტემებთან მუშაობის პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას;
** სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გარანტირებულ სამუშაო ადგილს;
** კომპანიაში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.
** დასაქმების შემთხვევაში საწყისი ხელფასი 1000 ლარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@pragma.ge

წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სოლვერი/სტაჟირება"

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე